“რესპუბლიკური პარტია ” დახურულ სხდომას მართავს

„რესპუბლიკური პარტიის” შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა შეხვედრა უკვე დატოვა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე – დატოვებს თუ არა თანამდებობას, თინა ხიდაშელმა ასეთი კომენტარი გააკეთა- “უკვე ათიათასჯერ გავაკეთე კომენტარი. არ ვაპირებ თქვენთან ასეთ თემებზე ამ ფორმატში საუბარს. ეს საკითხები არ არის ჩემთვის საინტერესო, როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ მე და პრემიერი, ყველა გაიგებთ. მე და პრემიერი ჩამოვყალიბდებით კალენდარზე”- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

„ჩვენ ვმსჯელობთ გაფართოებული სამდივნო, დეპუტატები, მინისტრები “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო საკითხებზე. ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა, ხშირად იმართება ასეთი შეხვედრები, ეს ნორმალუო პროცესია. “რესპუბლიკური პარტია” მთელი თავისი შემადგებლობით მისი ავანგარდით იქნება ჩართული ამ პროცესში,- განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.

პარლამენტში, დავით ბერძენიშვილის კაბინეტში, „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, პაატა ზაქარეიშვილი, თამარ ხიდეშელი, თამარ კორძაია, ვახტანგ ხმალაძე და დავით ზურაბიშვილი დახურულ შეხვედრას მართავენ. შეხვედრის ოფიციალური თემა უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, „რესპუბლიკური პარტია“ სამომავლო გეგმებზე მსჯელობს.
წყარო : პოლიტკომერსანტი

Comments
Loading...