რიკარდ იოზვიაკი: მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან ამოქმედდება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.
„მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის 12 ივნისიდან“, – წერს იოზვიაკი.
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარი პლენარულ სესიაზე, 2 თებერვალს დაუჭირა.