რის აღსრულებას ითხოვს დეკანოზი სინოდის წევრებისგან – მამა გიორგის წერილის სრული ტექსტი

პატიმრობაშ მყოფი დეკანოზის ადვოკატი მამა გიორგის იმ წერილის ტექსტს ასაჯაროვებს, რომელსაც პროკურორებმა წყევლა უწოდეს:

,,ბევრი ვიფიქრე და მინდა გითხრათ თუ რისი თქმა მთხოვა მამა გიორგიმ გამოძიებისთვის, ხოლო პროკურორმა შემდგომ საჯაროდ სთქვა, რომ თურმე მამა გიორგიმ ის დაწყევლა. წაიკითხეთ!!!

ყოვლად წმინდა სამებავ, კრულყვოს, მზე დაუბნელოს, ზეცამ წვიმა არ მისცეს, მიწამ ნაყოფი შეუწყვიტოს, წყალი სისხლად ექცეს და მისი სისხლის წყლად, თუ მე შევიძინე ციანიდი, პატრიარქის, რომელიმე სასულიერო პირების ან შორენას მოსაწამლად. მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი.

აწ და უკუნისამდე, ამინ!

P.S. ეს სიტყვები ჩემს მიერ წაკითხული იქნა და გადაღებული ამის ჩანაწერი აქვს გამოძიებას, მამა გიორგიმ მთხოვა წერილი მიმეტანა წმინდა სინოდის წევრებთან და მათ ეს აღესრულებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღასრულებს, სამწუხაროდ წერილის დაბრუნება მომიწია მამა გიორგისთვის რადგანც ციხის ადმინისტრაციამ მიუხედავად ჩემი დიდი ომისა წერილის გამოტანის საშუალება არ მომცა.

ის ამას აღასრულებს!“ – წერს მიხეილ რამიშვილი.

newposts.ge

Comments
Loading...