რობი უილიამსი თბილისში კონცერტს 27 მაისს გამართავს

ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი თბილისში კონცერტს 27 მაისს, “დინამო არენაზე” გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკალური ბენდი Groovesonix “ტვიტერზე” ავრცელებს.
როგორც “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რობი უილიამსს მუსიკალურ დახმარებას სწორედ აღნიშნული ბენდი გაუწევს.
“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ვიქნებით მუსიკალური მხარდამჭერი რობი უილიამსის 27 მაისს, “დინამო არენაზე”, – წერია ბენდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...