როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე – ნათლისღებამდე თუ მის შემდეგ?

ნაძვის ხე ნებისმიერ ოჯახში საშობაო და საახალწლო დღესასწაულების მთავარი ატრიბუტია. ჩვენ ყოველწლიურად გულმოდგინედ ვარჩევთ ნაძვის ხის მოსართავებს და თავს ვიწონებთ ლამაზად გაფორმებული ინტერიერით. ხოლო, როცა ამ სილამაზეებთან განშორების დრო დგება, ცოტა არ იყოს, გული გვწყდება…

ზოგიერთები ნაძვის ხეს ახალი წლის დადგომის მეორე დღესვე იღებენ და გულმოდგინედ ინახავენ, თუმცა ოჯახების უმეტესობას ნაძვის ხესთან განშორება ძველით ახალი წლის შემდეგ ურჩევნიათ. ამ დროს, ზამთრის არდადეგები მთავრდება, სკოლაში სწავლა იწყება და ყველა ცდილობს, სახლს პირვანდელი სახე დაუბრუნოს.

მაინც, როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე – ნათლისღებამდე, ანუ 19 იანვრამდე, თუ მის შემდეგ?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. უბრალოდ, არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან განთავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს.

ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან, რაც სახლის გენერალურ დალაგებასაც ითვალისწინებს.

რაც შეეხება იმას, როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით, ეს სისტემა გვირჩევს, ახალ წელს ჩინური კალენდრით შევხვდეთ. შესაბამისად, სახლში ნაძვის ხე თებერვლამდე უნდა იდგეს. თუმცა, ბუნებრივი ნაძვის ხის შემთხვევაში, ამის მოხერხება საკმაოდ რთულია: ხეს გამხმარი წიწვები დასცვივდება და საკმაოდ ულამაზო შესახედავი იქნება.

წყარო

Comments
Loading...