“როგორ გადაიქცა 25 სამხედრო პირი 549 სამხედრო მოსამსახურედ”


რამდენიმე დღის წინ, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ჩვენი პარტიის წარმომადგენელმა დასვა მუხროვანის სამხედრო ნაწილში განთავსებული სამხედროების რაოდენობის საკითხი. პასუხად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მუხროვანში 25 სამხედრო პირია, რომელიც საგარეჯოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჩნდება კითხვა: როგორ გადაიქცა 25 სამხედრო პირი 549 სამხედრო მოსამსახურედ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს? იმედი მაქვს, სხდომის ამ ნაწილის შესახებ ინფორმაციას დაადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იმედი მაქვს, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაუშვებს ე.წ. სპეცუბნის შექმნას მუხროვანის ბაზაზე. თათბირი და სხდომა ცესკოში დღეს იმართება.

წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...