როგორ გავიუმჯობესოთ ურთიერთობა სულ რაღაც 60 წამში
ბელა განდი, ცნობილი ტრენერი გვიმხელს საიდუმლოს თუ როგორ შევძლოთ ურთიერთიბის გაუმჯობესაება. ამ ყველაფრისთვის კი სულ რაღაც 60 წამია საჭირო.
გაიუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორთან
- ჩაეხუტეთ პარტნიორს 60 წამის განმავლობაში. საყვარელ ადამიანთან ჩახუტებით თქვენი ორგანიზმი გამოყოფს დიდი რაოდენობით ოქსიტოცინსა და დოპამინს, ჰორმონებს, რომლებიც პასუხისმგებელია პოზიტიურ გრძნობებსა და სიამოვნებაზე.
- მიწერეთ თქვენს პარტნიორს და უთხარით რამდენად გიყვართ და ყველაზე მეტად რას აფასებთ მასში. შეგიძლიათ, ასევე, თქვენს პარტნიორს შეახსონოთ ერთად გატარებული ბედნიერი მომენტების შესახებ
- შეიარეთ მაღაზიაში და საყვარელ ადამიანს უყიდეთ მისთვის საყვარელი სასუსნავი, სასმელი…
არ დაგავიწყდეთ მეგობრები
- გაუგზავნეთ მეგობარს მოკლეტექსტური შეტყობინება, მაგალითად: “დღეს შენს საყვარელ მუსიკას მოვკარი ყური რადიოში და მივხვდი, რომ ერთმანეთს დიდი ხანია არ შევხვედრილვართ. როდის გნახო?
- გაუგზავნე შენს მდედრობითი სქესის მეგობარს ყვავილები. არ არის აუცილებელი რაიმე სადღესასწაულო დღე იყოს. არ დაგავიწყდეთ ყვავილებში ბარათის ჩადება. ბარათზე დაწერეთ რამდენად ძვირფასია ეს ადამიანი თქვენთვის
- გაუგზავნე მეგობარს ხმოვანი შეტყობინება და უთხარი რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნებაა ის შენს ცხოვრებაში
იზრუნეთ შვილებზე
- დაუტოვეთ თქვენს პატარას ფურცელი გაღიმებული სმაილით სადილთან. თქვენს შვილს სჭირდება იგრძნოს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა
- შვილისთვის მომზადებულ საკვებს მიეცით სახალისო ფორმა. მაგალითად გულისა და სმაილის ფორმები.
- ხშირად უთხარით შვილებს კომპლიმენტები
genius.ge