როგორ მოვემზადოთ სამოგზაუროდ
ზოგს უყვარს დასვენება თავისათვის, ზოგს კი უმეტესად ხიბლავს გზა და მოგზაურობა თვითონ. ჯამში როგორც არ უნდა იყოს მოგზაურობა მოითხოვს გარკვეულ მზადებასა და მზადყოფნას. თუ არ იცით სად და როგორ მიდიხართ მაშინ ამის დასადგენად და ჩამოსაყალიბებლად ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ.
საფეხურები
- 1შეარჩიეთ გასაჩერებელი ადგილი
შეისწავლეთ ყველაფერი თუ სად უნდა გაჩერდეთ. რასთან არის ის ახლოს და რის გვერდით. არჩეული სასტუმრო შეადარეთ სხვებს. გაიგეთ, გექნებათ თუ არა არჩეულ სასტუმროში დამატებითი მომსახურებების საშუალება, როგორიცაა უფასო საუზმე. აირჩიეთ არა მხოლოდ პოპულარული კურორტები ხოლმე, არამედ გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, გათვლილი ფიზიკურ აქტივობასა და კემპინგურ ბანაკებზე. - 2ჩამოყალიბდით საქმიანობაზე
იმისათვის, რომ თქვენმა დასვენებამ გავლოს მხიარულად და დადებითი ემოციებით, თავიდანვე ჩამოყალიბდით თუ რისი გაკეთება გინდათ. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ის რითაც არასდროს დაკავებულხართ. შეგიძლიათ დაკავდეთ ექსტემალური სპორიტაც ან ესტუმროთ სხვადასხვა მუზეუმებსა და სანახაობებს, ეს იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყნის ისტორიითა და კულტურით ხართ დაინტერესებული. - 3დაადგინეთ გადაადგილების საშუალება და გზა
თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია მოგზაურობა თუ დასვენება? თუ დასვენება, მაშინ თვითმფრინავზე უკეთესი გადაადგილების საშუალება არ არსებობს. თუ მოგზაურობა, მაშინ შეეცადეთ, რომ კომბინირება მოახდინოთ ტრანსპორტების. გამოიყენეთ როგორც ავტომობილი ასევე მატარებელი და თვითმფრინავიც. ხანდახან უკეთესია ეკონომია გააკეთოთ თვითმფრინავის გზაზე და მანქანით წახვიდეთ 2 000 კილომეტრის მანძილზე, ვიდრე დახარჯოთ მეტი თანხა ჰაერით გადაადგილებაზე. - 4გზაში თან წაიღეთ ყველაფერი აუცილებელი
პირველ რიგში თან იქონიეთ აუცილებლად წამლები, რომლებიც შეიძლება დაგჭირდეთ. არ დაგავიწყდეთ სათვალეები თუ არ გაქვთ ძალიან კარგი მხედველობა. მანქანით მოგზაურობისას საჭიროა რუქები და ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მანქანის საბუთები. ხშირად ადამიანებს ავიწყდებათ ჰიგიენისათვს საჭირო ნივთები, ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას თქვენც. თან გქონდეთ ნომრები რაზეც შეძლებთ დარეკვას კრიტიკული სიტუაციის შექმნისას. ამ ინსტრუქციის შესრულება შეგაძლებინებთ, რომ დასვენება გახდეს უფრო კომფორტული, სასიამოვნო და უსაფრთხო.გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობასა და დასვენებას
ROGOR.GE
ავტორი: გიორგი მდივნიშვილი