როგორ მოვუაროთ (გავუფრთხილდეთ) კომპიუტერს
საფეხურები
- 1კომპიუტერის ტანსპორტირება
კომპიტერის ტრანსპორტირებისას საჭიროა სიფრთხილსი დაცვა. არ შეიძლება მისი უხეშად რამეზე მიჯახება. გათიშეთ ის ბოლომდე, შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ჰქონდეს რყევა მოძრაობისას, მოერიდეთ უხეშ მოძრაობებს. რაც შეეხება ლეპტოპებს, დარწმუნდით, რომ კარგად არის გათიშული, რადგან ჩანთაში ჩადებისას თუ ის ისევ ჩართულია გაახურებს ჩანთას. რადგან ჰაერი ჩანტაში ცოტაა ამან შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს.
- 2კომპიტუერის გათიშვა
თუ კომპიუტერი შეერთებულია დენის ქსელში, არ გირჩევთ მის ხშირ გამოერთებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როცა, ცოტა ხანში კვლავ მოგიწევთ მისი ჩართვა.
- 3თუ შიდა ქსელში სახლში გაქვთ რამე დაზიანება, აუცილებელია მისი გამოსწორება. შეიძლება დენის ძაბვა არ ნაწილდებოდეს სწორად. კომპიუტერთან გირჩევთ დააყენოთ სპეციალური დენის ძაბვის მაკონტროლებელი მოწყობილობები. მისი საშუალებით დაცული იქნებით როგორც დენის ძაბვის მომატებისგან, ასევე უეცრად გათიშვისგან.
- 4გაგრილების კონტროლი
სისტემურ კვების ბლოკში, ასევე კეისში არის სპეციალური ჰაერის ჩამკეტები დაყენებული. იმისათვის, რომ არ დაიმტვეროს შიგნით ყველფერი დახურეთ ხოლმე ის, მისი გახსნა საჭიროა მხოლოდ მაშინ როცა კომპიუტერის ტემეპრატურა იწავს. მაღლა.
- 5მაქსიმალურად დაიცავით კომპიუტერი, რომ მასში არ მოხვდეს სითხე. ეს განსაკუთრებით ეხება ლეპტოპის მოყვარულ ადამაინებს. კომპიუტერთან მუშაობისას ყავის დალევა ან საკვების მირთმევა არ არის რეკომენდებული. მონიტორების გასაწმენდად კი სასურველია გამოიყენოთ სპეციალური სველი ქაღალდები.
- 6მონიტორის სწორად განთავსება და პარამეტრების დაყენება
მოარიდეთ მონიტორი მზის პირდაპირ სხივებს. საჭიროა მისი დადგმა ისეთ ადგილას, საც არ ეცემა პირდაპირ მზის სხივი. შეძენისას ოთახის განათების შესაბამისად დააყენეთ მისი განათება და კონტრასტი. არ არის აუცილებელი მაქსიმალურ დონეზე გქონდეთ დაყენებული. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გამათბობლისგან მოშორებით იყოს მონიტორი და კომპიუტერიც, რათა არ იმოქმედოს სიცხემ მასზე.
- 7გაწმენდა მტვრისგან
კომპიუტერის კლავიატურის გაწმენდა ეს აუცილებელი პროცედურაა. მტვერი მცირე ზომის ნამცეცები, თმა და სხვა ბევრი არასასურველი რამ გროვდება მასში. იმისთვის, რომ კომპიუტერმა გამართულად იმუშავოს მაქსიმალურად დაიცავით სისუფთავე. 2 კვირაში ერთხელ გაწმინდეთ კლავიატურა, სკანერი/პრინტერი და სხვა პერიფერიული მოწყობილობები. რაც შეეხება თვითონ კეისს და ლეპტოპს წელიწადში ერთხელ მაინც სასურველი მისი შიგნიდან გაწმენდა. ამისათვის საჭიროა დაშლა და ხელახლა აწყობა, ასე რომ თუ ვერ ერკვევით არ გირჩევთ დამოუკიდებლად ამის გაკეთებას. ასევე გაწმენდასთან ერთად სასურველია თერმოპასტის წასმა პროცესორზე, რაც უზრუნველყოფს ამ დეტალის ტემპერატურულ კონტროლს.
წყარო : rogor.ge