როგორ შეიმუშავა ლავრენტი ბერიამ ჰიტლერის მკვლელობის გეგმა

ცნობილი საბჭოთა კომპოზიტორის, რსფსრ-ს სახალხო არტისტის ლევ კნიპერის ბიოგრაფია მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავდა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 19 წლის იმედისმომცემი მუსიკოსი „თეთრ არმიაში“ ჩაეწერა და სამოქალაქო ომში იბრძოლა.
1920 წელს საბჭოთა კავშირი დატოვა და ევროპაში ემიგრაციაში წავიდა. საბჭოთა უშიშროებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ახალგაზრდა სამშობლოს მონატრებით იტანჯებოდა და მისი გადმობირება ადვილად მოახერხა. ლევ კნიპერი წარმატებული აგენტი აღმოჩნდა. მან საკუთარი და, ოლგა კნიპერი-ჩეხოვაც გადმოიბირა. ოლგა იყო მსახიობ მიხეილ ჩეხოვის მეუღლე, რომელთან ერთადაც გერმანიაში საცხოვრებლად 1920 წელს გაემგზავრა, რამდენიმე წელიწადში ქმარს გაშორდა, გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და ევროპული კინოს ვარსკვლავი გახდა.

ჩეხოვას ტალანტის თაყვანისმცემელთა რიგებში ადოლფ ჰიტლერიც აღმოჩნდა. მალე ჩეხოვა ნაცისტური გერმანიის უმაღლეს წრეებში მიღებულ ქალბატონად იქცა და მოსკოვს ფასდაუდებელ ინფორმაციას აწვდიდა.

1922 წელს ლევ კნიპერი სამშობლოში დაბრუნდა და საზოგადოებას ნიჭიერი კომპოზიტორის სახით მოევლინა, მაგრამ შეეძლო, რომ ისტორიაში სხვა, სრულიად არამუსიკალური ისტორიით შესულიყო.
საბჭოთა მზვერავი, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-ლეიტენანტი პაველ სუდოპლატოვი იხსენებდა:
„1941 წლის ოქტომბერში მოსკოვს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ქალაქი, რომლის მისადგომებთან გერმანული არმია იდგა, თითქმის მთლიანად დაცარიელდა. იმ დღეებში ბერიამ ყველანი თავის კაბინეტში დაგვიბარა და სადაზვერვო ქსელის შექმნა დაგვავალა იმ შემთხვევისთვის, თუ ქალაქს გერმანელები დაიკავებდნენ.
მოსკოვში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი სადაზვერვო ქსელი შევქმენით. მათგან ერთს ჰიტლერისა და მისი გარემოცვის განადგურება ევალებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის აღების შემდეგ ქალაქში შემოვიდოდნენ.
ოპერაციის ჩატარება ოლგა ჩეხოვას ძმას, კომპოზიტორ ლევ კნიპერს დაევალა.

ბერიას გათვლით, ფაშისტები ფიურერის საყვარელ და რეიხში კარგად ცნობილი მსახიობის ძმას აუცილებლად ენდობოდნენ. ოლგა  ჰიტლერთან ძმის შეხვედრის ორგანიზებას შეძლებდა, რომელიც გმირული თავგანწირვით ჰიტლერსა და მის გარემოცვას ააფეთქებდა.

შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვთან გერმანელების განადგურებამ ფიურერის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა მხოლოდ ოთხი წლით…

წყარო

Comments
Loading...