როგორ უნდა მოიქცნენ ზოდიაქოს ნიშნები 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე
როგორც კი 12 შესრულდება და ახალი წელი დადგება, გთავაზობთ ყველა ზოდიაქოსთვის განსხვავებულ რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს.
ვერძი – ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს.
კურო – ფანჯარასთან მიდით და იყვირეთ, რომ ახალი წელია.
ტყუპი – ოჯახის წევრებს სათითაოდ მიულოცეთ და საჩუქრები გადაეცით.
კირჩხიბი – წინასწარ გამზადებული პროდუქტით შინაურ ცხოველებს გაუმასპინძლდით, თუ არ გყავთ აივანზე ნამცეცები დაყარეთ, რომ დილას ჩიტებს საუზმე ჰქონდეთ.
ლომი – გახსენით შამპანიური და დაუსხით ოჯახის ყველა წევრს.
ქალწული – ახალ წელს მაგიდის ქვეშ შეხვდით რათა დასაოჯახებლებმა ქორწილი და დაოჯახებულებმა ვნებიანი წელი დაიბედოთ.
სასწორი – ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ხელში აიტაცეთ და ისე მიულოცეთ დანარჩენებს.
მორიელი – გაშლილ სუფრასთან შეხვდით და ოჯახის ყველა წევრი დალოცეთ.
მშვილდოსანი – გადით გარეთ და უკან ტკბილეულით დაბრუნდით. ყველაზე კარგი ფეხი წელს თქვენ გექნებათ.
თხის რქა – დაურეკე ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია არ ელაპარაკები და შეურიგდი.
მერწყული – აუცილებლად დარეკე უცხოეთში და მიულოცე ახალი წლის დადგომა ახლობლებს.
თევზები – არ დაიძინოთ და დანარჩენი რაც გინდა აკეთეთ.