როგორ უსწორდებიან პოლიციელები მოქალაქეებს ბათუმში (ვიდეო)

“ტვ პირველმა” მოიპოვა ვიდეო მასალა,რომელზეც ჩანს თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად პატრულის თანამშრომლები ბათუმში „ლეოგრანდის“ ტერიტორიაზე 2 პირს-ირაკლი ბჟალავას და ირაკლი ჯაშს.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 16 აპრილს ბათუმში, “ლეოგრანდის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის პოლიციის თანამშრომლები თავს დაესხნენ ირაკლი ბჟალავას და ირაკლი ჯაშს. ჯაფარიძის თქმით სამართალდამცავებმა ბჟალავას და ჯაშს ცემა და გინება ყოველგვარი მიზეზების გარეშე დაუწყეს.
https://www.youtube.com/watch?v=WFxyIRpsAr4
დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ.
23.02.2016

Comments
Loading...