როგორ ვიკვებოთ სწორად ახალ წელს?

იმისთვის, რომ ახალი წელი შევირგოთ და საზეიმო დღეების გატარება საავადმყოფოში არ მოგვიხდეს, საჭიროა სწორად ვიკვებოთ და თავი ავარიდოთ ზედმეტი სასმლისგან ან არასწორი კვებისგან შექმნილ ინტოქსიკაციას. დაგვეთანხმებით, უამრავი ადამიანი მიმართავს საახალწლოდ სასწრაფო დახმარებას და ეს ბევრ პრობლემასთან და უსიამოვნებასთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ახალი წლის დღესასწაული არ ჩავიშხამოთ, საჭიროა სწორი კვება და თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამას ექიმები გვეტყვიან.

საფეხურები

  1. 1სასმლის არევა

    მთავარი შეცდომა, რასაც ხალხი ახალ წელს ალკოჰოლის სმის დროს უშვებს, სასმელების ერთმანეთში არევაა. უფრო სწორად, ალკოჰოლისა და გაზიანი სასმლის. გაზიანი ბუშტუკები ალკოჰოლის სისხლში გადასვლის პროცესს აძლიერებს. ამის გამო უფრო მალე თვრებით, ნაბახუსევი კი უფრო ძლიერი გექნებათ.

  2. 2სახიფათო მაიონეზი

    რა არის საახალწლო სუფრა სალათა “ოლივიეს” გარეშე? მაგრამ ოლივიეს გარდა ქართველი დიასახლისები სხვა ბევრ მაიონეზიან საჭმელებსაც აკეთებენ. ექიმები გვირჩევენ, რომ მაიონეზიანი სალათების ნაირფეროვნება შევზღუდოთ და არაჟნითა და მცენარეული ზეთით ჩავანაცვლოთ. მაიონეზით მოწამვლები საახალწლო პერიოდში საკმაოდ ხშირია, რადგან როგორც წესი, კერძები რამდენიმე დღით რჩება ჩვენს მაცივრებში. მაიონეზი საკმაოდ მალე ფუჭდება და ხშირად მოწამვლას იწვევს. მით უმეტეს, მავნებელია მაიონეზი, როცა მას ასევე ძნელად მოსანელებელ ნიგვზიან კერძებთან ერთად მიირთმევენ.

  3. 3შამპანური

    დღესასწაული შამპანურის გარეშე წარმოუდგენელია, სამაგიეროდ, “გულძმარვა” და შებერილობა მისი ლოგიკური დასასრულია. ამიტომ 2 ბოკალზე მეტს ნუ მიირთმევთ.

  4. 4ცხიმიანი ხორცი

    მწვადების, ინდაურის საცივის, ცხიმიანი ხორცისგან მომზადებული სხვადასხვა საჭმელი კუჭნაწლავის პრობლემებს ამწვავებს. იქნებ სცადოთ და ღორის ხორცი კურდღლით, ინდაური კი ქათმით ჩაანაცვლოთ… კიდევ ერთი რჩევა, რომელიც ზემოხსენებულის მსგავსად ქართულ ტრადიციებთან ახლოს ვერ მოდის, მაგრამ მაინც გირჩევთ: ხორცეული ბოსტნეულის გარნირით მიირთვით. ეს მონელებას უწყობს ხელს.

  5. 5წონის მატება
    ბევრი საკვები კუჭში დისკომფორსტ იწვევს, შესაბამისად ისეთი წამლების მიღებას ვიწყებთ, რომლებიც ფერმენტებს შეიცავს. ეს კი წონაში მატებას უწყობს ხელს, რადგან ორგანიზმს საკვების უკეთ შეთვისებაში ეხმარებიან. ამიტომ ფერმენტების ნაცვლად მონელების პრობლემებისას პროკინეტიკების ჯგუფის მედიკამენტები დაიხმარეთ. ისინი კუჭის კუნთებს ააქტიურებენ და საკვების მონელებას აჩქარებენ.

rogor.ge

Comments
Loading...