როგორ ვიმუშაოთ უფრო სწრაფად და ხარისხიანად
ბევრი ადამიანს აქვს სწრაფად მუშაობის ნიჭი. ალბათ შეგიმჩნევიათ თანამშრომლებზე, რომ ზოგიერთი მათგანი სწრად მუშაობს და საქმეებს სხვებზე უკეთ და სწრაფად ართმევს თავს, ხოლო სხვები კიდე პირიქით, მუდამ ჩქარობენ და ცდილობენ “დედლაინებში” ჩატევას მარა თითქმის არასდროს გამოსდით სრულყოფილად. ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რითიც ადამიანები ზომავენ საქმის სიდიდეს, ეს არის მისი შესრულების დრო, მაგრამ სინამდვილეში საქმის სწრაფად შესრულებას სჭირდება მეტი ენერგია და ორგანიზებულობა, რაც სამწუხაროდ ბევრს არ გამოსდის. თუ გაინტერესებთ, როგორ მოიქცეთ, რომ შევასრულოთ გასაკეთებელი საქმე მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად გაეცანით ინსტრუქციას სრულად და გამოიყენეთ აღწერილი რჩევები.
საფეხურები
1საქმეს სწრაფად ართმევს თავს მხოლოდ ის ვინც მუშაობს ხარისხიანად. ეს თეზისი ანგრევს იმ სტერეოტიპს, რომ სწრაფად მუშაობით საბოლოო საქმე სწრაფად კეთდება, ეს ასე არ არის. ხშირად წრაფად გაკეთებული საქმე საჭიროებს ხელახლა გაკეთებას უხარისხობის გამო, რადგან საჭიროებს გადამოწმებას, პრობლემის შემთხვევაში მთელი გაკეთებული საქმი ხელახლა დეტალურ გავლას, ცვლილებების შეტანას და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნელი, მაგრამ ორგანიზებული და დაკვირვებული მუშაობის შედეგად საქმე უფრო სწრაფად და ხარისხიანად კეთდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმე სწრაფადაც აკეთოთ და ხარისხიანადაც. ყველა ადამიანს შეუძლია განვითარდეს საამისოდ, ამისთვის საჭიროა კონცენტრაცია და ორგანიზებულობა.
2რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ჩქარობს? ადამიანის ტვინში, ასეთ დროს არ არის ჯერ მოკლე გზა მიგნებული ნერვული იმპულის გასატარებლად. რას აკეთებს ადამიანი მაშინ, როცა აპირებს იგივე მანძილი უფრო სწრაფად გაირბინოს? ის დარბის უფრო სწრაფად, სირბილი სიარულთან შედარებით არის უფრო დამტვირთველი ორგანიზმისთვის და რთული, ამიტომ ის იღლება, ამიტომაც ადამიანის ტვინს როგორც მის მთლიან ორგანიზმს სჭირდება დრო, შეეჩვიოს ახალ რიტმს. შეეცდეთ ყოველ დღე მცირედით მოუმატოთ სისწრაფეს, მაგრამ არა ერთბაშად. გარკვეული დროის შემდეგ, ნახავთ, რომ იმაზე მეტ საქმეს აკეთებთ და უფრო ნაკლებად იღლებით ვიდრე ეს ახლა ხდება. მთავარია ემოციურად და ფიზიკურად შეძლოთ არსებული ბარიერების გადალახვა.
3როგორ მოვახერხოთ ეტაპობრივი ასწრაფება?ამისათვის საჭიროა დაიწყოთ დროის მკაცი კონტროლი, საჭიროა მუდამ იცოდეთ რაში რა დრო გეხარჯებათ. რაში შეგიძლით დროის ეკონომია და რას სჭირდება დამატებითი დრო. საქმის დაწყების წინ განსაზღვრეთ საბოლოო შედეგი და დაუკვირდით, არის თუ არა რამენირად შესაძლებელი მისი გამარტივება ან უფრო სწრაფად გაკეთება. ასევე სწორად გაანაწილეთ პრიორიტეტები, რომ მოიხსნათ სტრესი.
4საქმის კეთების დროს, მუდამივად ნუ იფიქრეთ სისწრაფეზე, აკონტროლეთ დრო, მაგრამ ნუ დაისტერესებით. მეტი ყურადღება იმაზე ფიქრს დაუთმეთ თუ როგორ გააკეთოთ საქმე, ვიდრე იმას რომ ასწრაფდეთ და ჩქარა მოიშოროთ. მრავალი კვლევით არის დამცკიებული, რომ ადამიანები რომლებიც ჩქარობენ მუდამ უფრო ნელა აკეთებენ საქმეს, ვიდრე ისინი ვინც გეგმიურად მიყვება საქმეს და რაც მთავარია მშვიდად. ნერვიულობა და სტრესი უარესად შეგანელებთ.
5დროა გამოიტანოთ რიგი დასკვნები. საჭიროა ქმედება მანქანასავით, სანამ ის მიაღწევს მაქსიმალურ სიჩქარეს, ის აჩქარებით მატულობს, ადგილიდანვე მაქსიმალურ სისწრაფეს ვერცერთი მანქანა ვერ აღწევს. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ ეჩვევით მიღწეულ შედეგს და გიადვილდებათ მიღწეული სისრაფით საქმის კეთება, შემდეგ შეგიძლიათ ნელა კვლავ მოუმატოთ. ასევე შეგიძლიათ შეადგინოთ გეგმა, დაყოთ საქმეები პრიორიტეტებად, დაგეგმოთ ლანჩი და დასვენების დრო ეფექტურად. ბევრი არ ისვენებს და აგრძელებეს მუშაობას, თუმცა საბოლოო ჯამში იღლებიან და შრომის ეფექტურობა კლებულობს, აქედან გამომდიანარე საჭიროა სწორი გეგმის შედგენა და მისი მკაცრი დაცვა. გისურვებთ წარმატებებს !
წყარო : rogor.ge