როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
უნალექო ამინდი შენარჩუნდება 3 მარტამდე. 1 – 2 მარტს დასავლეთ დასავლეთ საქართველოში +19, +24 გრადუსამდე დათბება.
3 – 4 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 – 6 მარტს გამოიდარებს და დათბება.

newposts.ge

Comments
Loading...