როგორია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა.

GFK-მ კვლევა ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებსაც აღნიშნული ტელეკომპანია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევების მიხედვით, შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა.

კითხვაზე – შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილი – 12,6%, დავით ბაქრაძე – 9,9%, მიხეილ სააკაშვილი – 7,1%, პაატა ბურჭულაძე – 5,4%, ირაკლი ალასანია – 5,0%, შალვა ნათელაშვილი – 3,1%, გიორგი კვირიკაშვილი – 2,6%, ბიძინა ივანიშვილი – 2%, ნინო ბურჯანაძე – 2%, ირაკლი ღარიბაშვილი – 1,1%.

ამასთან, შეკითხვაზე: ”თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას”? – რესპონდენტთა 7.8%-მა პაატა ბურჭულაძის ”სახელმწიფო ხალხისთვის” დაასახელა. 6.2% ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას ”თავისუფალ დემოკრატებს” მისცემს.

სხვა პარტიების მონაცემები ასე გამოიყურება: ”ლეიბორისტული პარტია” – 2.8%, ”პატრიოტთა ალიანსი – ირმა ინაშვილი” – 2.2%,
”ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” 1.6 %, ”რესპუბლიკური პარტია” – 0.6 %, ”ახალი საქართველო -გიორგი ვაშაძე” – 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი ”გირჩი” – 0.3 %, ”საქართველოს გზა – სალომე ზურაბიშვილი” – 0.2 %, ”თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა” – 0.2 %. კვლევის მიხედვით, ”ეროვნული ფორუმის” მხარდაჭერა 0.1%-ით განისაზღვრა. არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ”ვეტერანების პარტიას” ხმას 0.1% მისცემდა, ჯონდი ბაღათურიას ”ქართულ დასსა” და ლადო ბედუკაძის ”ცენტრისტებს” კი – 0.1%. გამოკითხვით 0,0 %-იანი მხარდაჭერა აქვთ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და ”ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას”.

3.9% არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა. უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო კატეგორია ”მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია” აირჩია 19.4 %-მა.

“ინტერპრესნიუსი”

Comments
Loading...