რომის პაპი: უმჯობესია იყო ათეისტი, ვიდრე ორპირი და ფარისეველი კათოლიკე
რომის პაპი ფრენცისკე ფიქრობს, რომ უმჯობესია იყო ათეისტი, ვიდრე ორპირი და ფარისეველი კათოლიკე.
მისივე აზრით, სირცხვილია, ერთს ამბობდე და მეორეს აკეთებდე.
“მსგავსმა ადამიანებმა იმის თქმას, რომ კათოლიკენი არიან და ყოველთვის ესწრებიან მესას, უმჯობესია ხმამაღლა განაცხადონ, რომ ბინძური საქმეებით არიან დაკავებულნი”, – აცხადებს რომის პაპი.
როგორც Reuters-ი წერს, ფრენცისკე 2013 წლიდან, რაც რომის პაპად აირჩიეს, როგორც სასულიერო პირებს ისე მრევლს ხშირად მუოწოდებს, რომ გაიაზრონ რას ქადაგებს მათი რელიგია კატოლიკობა, გმობს მღვდლების მიერ სექსუალურ ძალადობასა და პედოფილიას და ამ ყველაფერს სატანისტურ ქცევასთან აიგივებს.
ამასთანავე, არჩევიდან ორ თვეზე ნაკლებში მან განაცხადა, რომ ქრისტიანებმა ათეისტებში უნდა შეძლონ კარგი ადამიანების დანახვა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნამდვილად კარგს საქმეს აკეთებენ.
1news.ge