რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს წყნარ ოკეანეში სამხედრო ძალთა ბალანსის შეცვლისგან თავი შეიკავოს

რუსეთმა გააფრთხილა აშშ-ი, რათა არ გამოიყენოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის შეცვლის საბაბად წყნარი ოკეანის რეგიონში და არ განალაგოს იქ სარაკეტო თავდაცვის სისტემა, ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლება” იტყობინება. 5 ივნისს სინგაპურში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა „ძალიან სახიფათო“ უწოდა აშშ-ის მცდელობას, „სხვა ქვეყნების ხარჯზე უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება“.
წყარო : ghn.ge

Comments
Loading...