რუსეთმა განაცხადა, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ტეროტორიაზე გავრცელებული კონტრაბანდისტული ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველია. BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი ერდოღანსა და მის ოჯახს ნავთობით ვაჭრობაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ფოტოები და ვიდეომასალა, რომელიც უწყების ცნობით, თურქეთს მიერ “ისლამური სახელმწიფოსგან” ნავთობის შესყიდვას ადასტურებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი არც ისე ხშირად იწვევს უცხოელ ჟურნალისტებს, თუმცა ოთხშაბათს მან გამონაკლისი გააკეთა.
გამოცემის თამახმად, შეხვედრის მთავარი მესიჯი იყო შემდეგი: მინისტრს სურდა, რომ მსოფლიოს დაენახა თუ როგორ იყვნენ „მოპარული ნავთობით დასვრილები“ თურქეთის ლიდერები და პრეზიდენტი ერდოღანი.
მოწვეული სხდომაზე ჟურნალისტებსა და სამხედრო ატაშეებს უჩვენეს სატელიტური ფოტოები და ვიდეომასალა, სადაც სამინისტროს მტკიცებით ჩანს, თუ როგორ შეაქვთ სამხედრო ტანკებს ნავთობი თურქეთის ტეროტორიაზე „ისლამური სახელმწიფოდან“.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უარყოფს რუსეთის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ყიდულობს. თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის ბრალდებას „ცილისწამებას“ უწოდებს.
თუმცა, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ის გადადგება.
ერდოღანმა ბრალდების საპასუხოდ განაცხადა „არავის აქვს უფლება ჩაერთოს თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებაში“.
რუსეთის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ მარაგდება სირიიდან ნავთობით თურქეთი.