რუსეთის დელეგაცია გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

ეუთო-ს საპარლამენრო ასამბლეის რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

მისი თქმით, გიგი წერეთელი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სათავეში.

„რაც შეეხება გიგი წერეთელს, ჩვენ შევთანხმდით, რომ მას მხარს დავუჭერთ. იმედი მაქვს, რუსეთი ამ საკითხში მარტო არ იქნება და ეს ადამიანი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სათავეში. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ესაუბრა თანამშრომლობაზე. არსებობს შესწორებები და კონკრეტული წინადადებები, რომლებსაც შევეხებით“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კოვალიოვმა.
წყარო : 2030

Comments
Loading...