რუსეთის კონსული ათენში გარდაცვლილი იპოვეს

ათენში, რუსეთის კონსული ანდრეი მალანინი ათენში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც რუსული მედია, დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით იტყობინება, მას შემდეგ რაც 54 წლის მალანინი დილით სამსახურში არ გამოცხადდა და არც ზარებს პასუხობდა, მას საელჩოს თანამშრომელმა საკუთარ სახლში მიაკითხა და საძინებელ ოთახში გარდაცვლილი ნახა.

კრიმინალისტების განცხადებით, საცხოვრებელში შეჭრის და ძარცვის კვალი არ შეინიშნება, ამიტომ გამოძიება ძალადობის ვერსიას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ დიპლომატი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

Comments
Loading...