რუსეთმა სირიის არმიას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ზავი დაცვისკენ მკაცრად მოუწოდა.
რუსეთი წუხილს გამოთქვამს სირიის სამთავრობო ძალების მიერ სამშვიდობო ზავის პერიოდული დარღვევის გამო, თუმცა აცხადებს, რომ მთლიანობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ყველა მხარე იცავს.
თურქეთ-რუსეთის კომისიის წარმომადგენლები, საშუალოდ დღიურად ზავის დარღვევის 6-მდე შემთახევას აფიქსირებენ.
2016 წლის 30 დეკემბრიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” და “ჯებჰათ ან-ნურსა” არ ემხრობიან.
დღეს ასტანაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც სირიის მთავრობისა და შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოლპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ ყაზახეთი, ირანი, თურქეთი, აშშ, გაერო და რუსეთი. მოლაპარაკებების ფარგლებში, ოპოზიციამ გარანტორ სახელმწიფოებს ზავის კონტროლის მექანიზმების შექმნისკენ მოუწოდა.