რუსმა სამხედროებმა სოფელ წითელუბნის მკვიდრი, 75 წლის მამაკაცი გაიტაცეს
აოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის, სოფელ წითელუბნის მკვიდრი, 75 წლის ნიკოლოზ თვაური გაიტაცეს.
როგორც ნიკოლოზ თვაურის ოჯახის წევრები ჰყვებიან, მამაკაცი მეზობლებთან ერთად, ნაკვეთის მოსახნავად წავიდა, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს.