“რუსთავი 2”-ის ადვოკატები სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს და დააჯარიმეს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზიდან რუსთავი 2-ის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა.

კოლეგიამ ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე – 100 ლარით, თამთა მურადაშვილი – 300 ლარით, დიმიტრი საძაგლიშვილი კი 500 ლარით დააჯარიმა.

პროცეს ვერ ესწრება არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

Comments
Loading...