„რუსთავი 2“- ის მხარდამჭერები მსვლელობით ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. მსვლელობაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „რუსთავი 2“-ის თანამშრომელთა ნაწილი იღებს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციას – „ნუ დარჩები სახლში, მოითხოვე, ის, რაც შენია“, გამართავს.

როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ტელევიზიის თანამშრომლები „რუსთავი 2“-ის მიმართ არსებულ უსამართლობას გააპროტესტებენ.

აქციის პარალელურად, „რუსთავი 2“ და ტელეკომპანიის ვებგვერდი საპროტესტო მაუწყებლობაზეა გადასული.
download

Comments
Loading...