რუსთავი 2″ როცა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იყო ტყუილს ლაპარაკობდა – ახლა როცა გვარამია-სააკაშვილის ტელევიზიაა ახლაც ტყუილს ლაპარაკობს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რუსთავი 2″-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

 

მისი თქმით, „რუსთავი 2″ ვერ იქნება დამოუკიდებელი მედიის გარანტი და მაგალითი, რადგან „ტყუილებს ლაპარაკობდა”.

 

 

„მე არ მიმაჩნია, რომ რუსთავი არის საქართველოს დამოუკიდებელი მედიის გარანტი. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ რუსთავი 2″, როცა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იყო ტყუილს ლაპარაკობდა და უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ახლა როცა გვარამია-სააკაშვილის ტელევიზიაა ახლაც ტყუილს ლაპარაკობს.

 
თქვენ როგორ შეიძლება იყოთ დამოუკიდებლობის სიმბოლო. ეს ხომ ცინიზმია და შეურაცხყოფა დანარჩენი ყველა ჟურნალისტის მიმართ…. გვარამია-სააკაშვილამდე ვინც კი იყო მისი მესაკუთრე, დამფუძნებელი თუ მფლობელი ყველა მიიჩნევს რომ ეს ტელევიზია იყო წართმეული,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

guardian.ge
Comments
Loading...