,,რუსთავი 2“ წლების განმავლობაში გვიცავდა ყველას, მოვიდა დრო, ჩვენც დავიცვათ რუსთავი 2“ – შაშკინი

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ტელეკომპანიის მიერ დაგეგმილ აქციას ფესიბუქის გვერდზე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი:,,რუსთავი 2 არის უკანასკნელი ინსტიტუციური ბასტიონი, რომელიც აშორებს საქართველოს ჩრდილოეთ კორეის მსგავსი პოლიტიკური წყობისგან. რუსთავი 2-ს ჟურნალისტები არიან ბოლო იმედი ბევრი ადამიანისთვის, რომ მერიაში, საკრებულოში თუ სამინისტროში გაღორებული ჩინოვნიკები არ წაართმევენ ბოლო ლუკმა პურს.

რუსთავი 2-ის ეშინიათ უნამუსო ჩინოვნიკებს, რომლებიც ბოლო 4 წელია ძარცვავენ და დასცინიან საქართველოს. რუსთავი 2-ს გაჩუმება უნდათ იმათ, ვინც იპარავს ბიუჯეტიდან ფულს, ქრთამების იღებს და დაგვცინის ჩვენ და ჩვენ შვილებს. რუსთავი 2 წლების განმავლობაში ყველა საქართველოს მოქალაქეს გვიცავდა. მოვიდა დრო, რომ ჩვენც დავიცვათ რუსთავი 2“ – წერს შაშკინი.

Comments
Loading...