რუსთავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა
რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.