რუსთავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა
რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
1991 წელს დაბადებული ქალი და 1979 წელს დაბადებული მამაკაცი მათთან სტუმრად მისულმა ნათესავმა ქალბატონმა უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. მან 112-ში დარეკა, თუმცა ბინაში მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალიც და მამაკაციც უკვე გარდაცვლილი დახვდა.