რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად, მამა-შვილი მოიწამლა

რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მამა-შვილი მოიწამლა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. მამა-შვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Comments
Loading...