რუსთავში გაზით სამი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში, გურამიშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ნამწვით ინტოქსიკაცია ორმა ქალბატონმა და ერთმა მამაკაცმა მიიღო. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამდიცინო დახმარების ბრიგადები. სამივე დაზარალებული რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსთა განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტები საავადმყოფოში დროულად გადაიყვანა. მათ სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ და სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

Comments
Loading...