რუსთავში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
სახლში მხოლოდ ხანდაზმული ქალბატონი იმყოფებოდა, რომელმაც ბინიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
წინასწარი ინფორმაციით, ბინაში ცეცხლი სანთლისგან გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე, სამაშველო და საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ.