რუსთავში, ქუჩაში, მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე 80 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...