რუსთავში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. შუახნის მამაკაცის ცხედარი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იპოვეს.
როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.