რუსთავში წიგნებისა და ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ორი მაღაზია გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, წიგნების მაღაზიიდან 700 ლარამდე თანხაა წაღებული, ხოლო ტანსაცმლის მაღაზიაში დამნაშავეს თანხა არ დახვდა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია არასრულწლოვანი პირი, რომლის გამოკითხვა მიმდინარეობს.

Comments
Loading...