“რუსული ვერტმფრენი რამდენიმე წუთით შემოფრინდა კონფლიქტის ტერიტორიაზე”

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ვერტფრენმა დაარღვია საქართველოს საჰაერო საზღვარი და ახალგორში გაფრინდა. ინფორმაციას, რომ რუსული თითმფრინავი საქართველოს კონფლიქტის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთით შემოვიდა, თავდაცვის სამინსიტროში ადასტურებენ. თუმცა ფაქტს, რომ ვერტმფრენი გორის თავზე დაფრინავდა, თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი გორის თავზე დაფრინავდა. ამ ინფორმაციას ვუარყოფთ. თუმცა რუსული ვერტმფრენი კონფლიქტის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთით შემოფრინდა და შემდეგ უკან გაბრუნდა. შესწავლა უკვე დაწყებულია და ორმხრივ რეჟიმში დაიწყება ამაზე მუშაობა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

Comments
Loading...