სააკაშვილი იქნება ერთ-ერთი იდეოლოგი ახალი პარტიის – დავით საყვარელიძე

უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. საყვარელიძის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინის უმაღლესი რადას მოქმედ დეპუტატებთან, სერგეი ლეშენკოსთან და მუსტაფა ნაიემომთან. საყვარელიძის თქმით, თანამოაზრეებთან ერთად პარტია “ნულიდან შეიქმნება”. დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან 2016 წლის მარტში ქვეყნის ახალმა გენერალურმა პროკურორმა გაათავისუფლა.

“მიხეილ სააკაშვილი იქნება ჩვენთან ერთად. ის იქნება ერთ-ერთი იდეოლოგი და “დრაივერი” ამ ახალი პარტიის. ვფიქრობ, იქნება სრულიად ახალი პარტია. ის შეიქმნება ნულიდან. არაფერის გადაკეთება და სახელის შეცვლა არ მოგვიწევს. სიმართლე გითხრათ, ამას მე ველოდებოდი. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის სათავეში იდგა უკრაინის გენერალური პროკურორი და, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე ყოველთვის, რევანშისტებს აერთიანებთ საერთო მიზანი – გააჩერონ პროგრესი, შეაჩერონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ხალხის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდება რევანშისტების მიერ უკრაინაში ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ მაიდანი, ამდენი დაღუპულის სიცოცხლე, ამდენი მებრძოლის დაკარგული სიცოცხლე აღმოსავლეთში, ამდენი გაჭირვებული ადამიანი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათი განცდები არის ფუჭი,“ – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

Comments
Loading...