სააკაშვილი – საქართველოს ხელისუფლებას ეშინია არჩევნებში ჩემი მონაწილეობის

საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა „რადიოთავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას ეშინია, მისი მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა და ამის გამო მოქალაქეობა ჩამოართვეს. მისი თქმით, უკრაინაში საქართველოს ბევრი მოქალაქეა, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა მასზე ადრე მიიღეს, თუმცა მათ მიმართ მსგავსი ზომები არ გატარებულა.
ოდესის ოლქის ბუნერნატორი ამბობს, რომ იგი დღეს არსებული საქართველოს სიმბოლოების, დროშისა და ჰიმნის ინიციატორია და ასწლეულებისს მანძილზე პირველად მისმა გუნდმა მოახერხა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობა.
„ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ხელისუფლების, რომელიც შეშინებულია და არ ემსახურება ნაციონალურ ინტერესებს. პირველ რიგში, უკრაინაში მოქმედებს ორწლიანი გარდამავალი პერიოდი, ეს პერიოდი შესაძლებლობას იძლევა გამოხვიდე სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან და საქართველოს ხელისუფლება ამის შესახებ კარგად არის ინფორმირებული. უკრაინაში საქართველოს ბევრი მოქალაქე მუშაობს, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა ჩემზე ადრე მიიღეს და მათ წინააღმდეგ ასეთი ღონისძიებები არ გატარებულა. ეს კიდევ ერთხე ადასტურებს, რომ ჩემ წინააღდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული. მათ ძალიან ეშინიათ ჩემი. ისინი ცდილობენ ამიკრძალონ მონაწილეობა შემდეგ არჩევნებში, რომელიც მომდევნო წლის ოქტომბერში გაიმართება, თუმცა მე არასოდეს მითქვამს, რომ ამას ვაპირებ. ჩემი პარტია ისედაც პოპულარულია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...