სააკაშვილი: ვამბობდი, რომ ამბოხება ცუდად დამთავრდებოდა სამხედროებისთვის და პუტინისთვის

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამჟამინდელი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

“ჩვენ გავატარეთ უძილო ღამე, მაგრამ გადატრიელების დასაწყისშივე ვამბობდი, რომ ამბოხება ცუდად დამთავრდებოდა სამხედროებისთვის და პუტინისთვის, ხოლო კარგად – დემოკრატიისთვის და თურქეთში ჩვენი მოკავშირეებისთვის” – წერს სააკაშვილი

თურქეთში სამხედრო ამბოხება გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში იღებენ, რის შემდეგაც მათ კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ამ ეტაპისთვის კი, ამბოხებოს ორგანიზატორთა უმრავლესობა დაკავებულია.

Comments
Loading...