“სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის სანაცვლოდ პრეზიდენტის სასახლეში მშვიდი ბინადრობა? და რამდენი ხნით?”
მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ირინა სარიშვილი ფეისბუქით ეხმაურება და წერს:
“ზოგადად ადამიანი არასწორად მაშინ იქცევა ან საკუთარ პრინციპებს მაშინ ღალატობს, როცა რაღაც უჭირს და პრობლემა აქვს… მოწოდებით მოღალატე ძალიან ცოტაა ალბათ… სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის სანაცვლოდ პრეზიდენტის სასახლეში მშვიდი ბინადრობა? და რამდენი ხნით? ალბათ მომავალი უპრინციპო საქციელის ჩადენამდე…
ცუდია, როცა არა მხოლოდ გაკეთებულ საქმეებზე, არამედ უფლებებზე მეტი ანგარებით გადადგმული ნაბიჯებია…
გაიხრწნა მთელი ქვეყანა…” წერს ირინა სარიშვილი.