“სააკაშვილმა საქართველოს 10 მილიარდი დოლარის ვალი დაადო”

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა საქართველოს 10 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი დაუტოვა:

“რა მასშტაბის კორუფციონერია სააკაშვილი, ძალიან კარგად ჩანს შემდეგი ციფრების ანალიზიდან: შევარდნაძის დროს საქართველოს საგარეო ვალი 3 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო საკააშვილის მმართველობის დასასრულისთვის ჩვენ უკვე 13- მილიარდიანი ვალი გვქონდა ! ანუ სააკაშვილმა საქართველოს 10 მილიარდი დოლარის ვალი დაადო! ზუსტად ვიცი, რადგან ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობისას მასთან ვმუშაობდი: ჟვანიამ მოახერა და სიკვდილამდე შევარდნაძის მიერ დატოვებული საგარეო ვალი, პრაქტიკულად გაისტუმრა! მაგრამ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ სააკაშვილმა სულ მთლად აიშვა! და შედეგიც სახეზეა! ეს 10 მილიარდი სად წაიღო?! რომელიც საქართველოს გრანტებისა და დახმარების სახით, უსასყიდლოდ აჩუქა დასავლეთმა?! აი, ამიტომაც ვამბობ, რომ სააკაშვილი „კორუფციის მამაა“, – აღნიშნავს პეტრე მამრაძე.

Comments
Loading...