სააკაშვილმა თურქ მამინაცვალს რუსთავში მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად,1 ლარად გადასცა

ვინ არის თურქი ფეთჰულაჰ გიულენი, რომლის დაფინანსებით სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილი უნივერსიტეტები რელიგიური ექსტრემიზმის გამოაშკარავების შემდეგ დახურეს, საქართველოში კი მისი სახსრებით დაარსებული 14 სასწავლებელი შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას?
რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფეთჰულაჰ გიულენის დაფინანსებით დაარსებული სასწავლებლები უკვე დახურეს.
მეტიც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან პირისპირ გამართული აუდიენციისას ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს პირადად გადასცა იმ პირების სია, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში ფეთჰულაჰ გიულენის წარმომადგენლები იყვნენ და არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სახელმწიფო მმართველობის დონეზე ჰქონდათ განზრახული რუსეთსა და აზერბაიჯანში თავის დამკვიდრება.

აშშ-ში მის მიერ გახსნილ სკოლებში “ეფ-ბი-აი“ შევიდა. აშშ-მ, აღნიშული სასწავლებლების დახურვის პარალელურად, რამდენიმე პედაგოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სწორედ გიულენი დგას საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ – “შავი ზღვის“ უნივერსიტეტის უკანაც.
გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედასთან და “საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორთან გიული ალასანიასთან.

სწორედ გიული ალასანია უძღვება ფეთჰულაჰ გიულენის ინიციატივით გამართულ კონფერენციებს, რომლებიც საქართველოში ყოველთვიურად ტარდება.

ფეთჰულაჰ გიულენი 1941 წლის 27 აპრილს, თურქეთში, ერზურუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში დაიბადა. მას არაბულ ენას მამა – რამიზ ხოჯა ეფენდი ასწავლიდა, ყურანი შეისწავლა და ჰაფიზი გახდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ერთი წელი ერზურუმში ცხოვრობდა. შემდეგ ედირნეში დაბრუნდა და 1964 წლის 4 ივლისიდან მეჩეთ დარულჰადისში ყურანის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე მეჩეთში იმამის მოვალეობასაც ასრულებდა.„ქესტანეპაზარიდან”, როგორც თურქეთის სასულიერო მმართველობის მაღალი თანამდებობის პირი, გააგზავნეს ჰაჯად. ეს მისი პედაგოგად მუშაობის პერიოდში მოხდა.

შემდეგ იგი საიდ-ნურსის დაჯგუფებას შეუერთდა. პარალელურად დააფუძნა საკუთარი დაჯგუფება, რომელიც საიდ-მურსის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, მის მიმდევრებს კი გიულენისტებად მოიხსენიებდნენ. ორგანიზაციის წევრები პერიოდულად მართავდნენ შეხვედრებს, ქადაგებდნენ ისლამს და ახალ წევრებს ყურანს დეტალურად აცნობდნენ..

საქართველოში გიულენი რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია:

დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი;

თბილისის სკოლა–ლიცეუმი „სხივი“;

ბათუმის რ.შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა;

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა;

რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა;

ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი;

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი;

ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა;

ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი;

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი;

რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი;

მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.

მართალია, გიულენის მიერ საქართველოში დაარსებულ სასწავლებლებში ისლამს არ ასწავლიან, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დაწყებითი კლასებიდან მის მიერ ნდობით აღჭურვილმა პირებმა ნიჭიერ ბავშვებს შთააგონონ იდეოლოგია, რომელსაც მისი მიმდევრები ატარებენ. ასეთ ბავშვებს გიულენი სწავლების ბოლო საფეხურამდე აფინანსებს და შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში პედაგოგებად აგზავნის.

წყარო: http://marshalpress.ge/archives/48757

“თბილისი 24”-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შპს “ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებას” სიმბოლურ ფასად 1 ლარად, რუსთავში , ახმეტელის ქ. N10-ში მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა ნაგებობა 2011 წლის 19 სექტმებრეს გადასცა.

16

Comments
Loading...