საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრი განახლებულ აღმაშენებელზე და დედაენის ბაღში იქნება

თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე  დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ წელს  საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ქუჩები არ გადაიკეტება.

„ეპიცენტრი საახალწლო ღონისძიებების იქნება „დედაენის ბაღში“ და განახლებულ აღმაშენებელზე. „დედაენის ბაღში“ 25 დეკემბრიდან იხსნება საახალწლო ქალაქი,  სადაც ბევრი საინტერესო კულტურული ღონისძიება მოეწყობა. საახალწლო ღონისძიებებით დატვირთული იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირიც. რაც შეეხება 31 დეკემბრის  გალა კონცერტს, ის ვარდების მოედანთან გაიმართება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება საახალწლო ილუმინაციებს, თბილისის მერის თქმით, წელს პეკინის ქუჩა, აეროპორტის ტრასა და აღმაშენებლის გამზირი საახალწლოდ ახალი დიზაინით მოირთვება.

Comments
Loading...