სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო – პაატა სალია

იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ქიბარ ხალვაში ამ ბრძოლაში მოიპოვებს გამარჯვებას, – განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ „რუსთავი-2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

„ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნდა, რომ არსებითად იყო სწორი. ის ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომელიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი სასამართლოში, ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოშიც და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხახა პაატა სალიამ.

კანონის თანახმად, მოსამართლეებს მხარეებისთვის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გადასაცემად 30-დღიანი ვადა აქვს, მხარეს კი განაჩენის გასაჩივრების 21-დღიანი ვადა აქვს.
წყარო: guardian.ge

Comments
Loading...