საბავშვო ევროვიზია 2017 თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

საბავშვო ევროვიზიის 2017 წლის კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

რიგით მე-15 კონკურსში მონაწილეს საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-11-ედ წარადგენს.

საქართველოში საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი იმყოფება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით მართავს.

2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთავაზება მიიღო.

Comments
Loading...