საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგური დააბინძურა


საქართველოს საზღვაო აკვატორია ისევ დააბინძურეს. ამჯერად საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ჩაღვარა ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები. ეს კი გემის კაპიტანს 65 ათასი ლარი დაუჯდა, ასევე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ბერძნულმა გემმა ფული უკვე გადაიხადა. ბესარიონ აბაშიძე: “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგური დააბინძურა”.

Comments
Loading...