საბურთალოს რაიონის გამგეობამ 210 ოჯახს შეშა დაურიგა

სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისათვის სათბობი შეშის დარიგება საბურთალოს რაიონში დასრულებულია.

თბილისის მერიის ცნობით,რაიონის გამგეობის სოციალურმა განყოფილებამ,სამ საუბნო სამსახურთან ერთად,შეშა 210 ოჯახს ადგილზე მიუტანა.პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კურატორი მოადგილე გაიოზ ვასაძე უწევდნენ მეთვალყურეობას.

 

“საბურთალოს რაიონის გამგეობამ 210 ოჯახის განცხადება სათბობი შეშით უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და ჩვენ ამ ოჯახებს მითითებულ მისამართზე მივუტანეთ კუთვნილი შეშა, თითოეულ ოჯახზე 3 კუბური მეტრის მოცულობით. აღნიშნული პროექტი სოციალური პროგრამების ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება და ამისათვის, 2016 წლის ბიუჯეტიდან 61 740 ლარი გაიხარჯა”,-აცხადებს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე, გაიოზ ვასაძე.

Comments
Loading...