საბურთალოს სასაფლაოსთან 13 ჯერ გაისროლეს

საბურთალოს სასაფლაოსთან სავარაუდოდ 13-ჯერ გაისროლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ-ჯერობით შს სამინისტროს არ დაუდასტურებია. ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცი კი აცხადებს, რომ 9-ჯერ ესროლეს და შეძლებს, თავდამსხმელი სახეზე ამოიცნოს.

“ვიდექით და გვესროლეს 9-ჯერ, სახელები არ ვიცი მაგრამ სახეზე ვიცნობ, მე ვაზისუბნელივარ,” – აცხადებს დაშავებული მამაკაცი რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილს გამომძიებლები სწავლობენ. შეგახსენებთ, რომ დაწყებულია გამოძიება.

Comments
Loading...