საბურთალოზე ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 9 წლის გოგო დაიღუპა
საბურთალოზე ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 9 წლის გოგო დაიღუპა. მომხდარი “პირველს” შსს-ში დაუდასტურეს.
“პირველს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
pia.ge