საბურთალოზე პოლიციელი დაჭრეს

ცინცაძის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

ინციდენტის დეტალები ამ დროისათვის უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. თვითმხილველების თქმით, სამი მოქალაქე წესრიგს არღვევდა, პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ისინი თავს დაესხნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

Comments
Loading...